ურავისა და ლიხეთის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მრავალფეროვანი საზეიმო ღონისძიება 
13-03-2024

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავისა და ლიხეთის საჯარო სკოლებში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა. სწორედ ამიტომ, სასწავლო წლის განმავლობაში, პედაგოგები მათ არაერთ საინტერესო, მრავალფეროვან აქტივობას სთავაზობენ.

მათ შორის იყო საახალწლო ღონისძიება, რომელიც წელს, განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. აღნიშნული სკოლების მოსწავლეებმა ზეიმზე ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს, იმღერეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს და ახალი წელი ხეობასა და სრულიად საქართველოს მიულოცეს. მოსწავლეთა შემოქმედობითობამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.

აქტივობებში მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმითა და მონდომებით იყვნენ ჩართულნი.

ღონისძიება, როგორც სკოლაში გვიყვებიან, არაჩვეულებრივი, საინტერესო და ლამაზი გამოვიდა.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:











 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203