„დედის თვალებით ვხედავ სამყაროს“ - მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მეორეკლასელთა შემოქმედებითი აქტივობებით გაჯერებული პროექტი
13-03-2024

დანიელ თოფურიას სახელობის აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა, პედაგოგ ნანა გიორგაძის ხელმძღვანელობით, განახორციელეს პროექტი - „დედის თვალებით ვხედავ სამყაროს“. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი იყო დედის როლის გაცნობიერება და მისი მნიშვნელობის გააზრება.

პროექტი მრავალფეროვან აქტივობებს მოიცავდა და ყველაზე საყვარელი ადამიანებისადმი სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა. 

მოსწავლეები პროექტში აქტიურად იყვნენ ჩართულნი - შექმნეს მისალოცი ბარათები, დახატეს დედის პორტრეტი, მეტად ამაღელვებელი იყო აქტივობა - „ზარი დედასთან - „დე, მიყვარხარ“. ასევე მოეწყო დისკუსია, გაიმართა თემატური კონკურსი. მოსწავლეები შემოქმედებით აქტივობებშიც ჩაერთნენ საკუთარი ხელით დაამზადეს ხელოვნური თაიგულები, რომლებიც დედისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მიართვეს მშობლებს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტმა ხელი შეუწყო მოსწავლეებში თანამშრომლობითი და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა - ბმული1, ბმული2, ბმული3
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203