ბეშთაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გაზაფხულის პირველი დღესასწაულები ლამაზი ღონისძიებით აღნიშნეს
13-03-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეშთაშენის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებასა და განწყობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში, მათი მონაწილეობით სხვადასხვა სახის ღონისძიება აქტიურად იმართება.

ამჯერად, სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიებით გაზაფხულის პირველი დღესასწაულები - 3 და 8 მარტი აღინიშნა. 

ზეიმზე, მოსწავლეებმა მხსატვრულად წაიკითხეს ლექსები დედაზე, ქალსა და გაზაფხულზე. ასევე, შეასრულეს სიმღერები და კლასში საინტერესო დადგმები წარადგინეს, სადაც მოსწავლეთა შემოქმედობითობა იყო წარმოჩენილი.

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა მშობლებსა და მასწავლებლებს საჩუქრად საკუთარი ხელით შექმნილი ხელოვნური ყვავილები გადასცეს.

ეს დღე იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის ემოციური და დაუვიწყარი იყო.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები თ ღონისძიებები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203