წყალთბილის საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებითად დატვირთული ღონისძიება
13-03-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებითაა დატვირთული.

მათ შორის, სკოლაში, მშობლიური ენის საერთაშორისო დღე დიდი ზეიმით აღინიშნა. ღონისძიება ორ ნაწილად ჩატარდა.

ღონისძიების პირველ ნაწილში დაწყებითი კლასების მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე ხალხური ცეკვებითა და ლექსებით წარდგნენ. ბავშვების შემოქმედებითმა უნარებმა იქ მყოფი თითოეული ადამიანის განწყობა აამაღლა და სკოლაში დადებითი ატმოსფერო შექმნა.

ზეიმის მეორე ნაწილში კი საბაზო და საშუალო კლასის მოსწავლეებმა მშობლიურ ენაზე, წინასწარ შერჩეული საყვარელი ავტორების ნაწარმოებები წაიკითხეს.

აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ენთუზიაზმითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

„დამსწრე საზოგადოება აღფრთოვანებული იყო ღონისძიებით და მოსწავლეთა თეატრალური ნიჭით“, - გვიყვებიან სკოლაში.

21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღედ იუნესკომ 1999 წელს გამოაცხადა, რაც ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნებას და განვითარებას ისახავდა მიზნად.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203