
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, იმართება როგორც სასწავლო-შემეცნებითი, ისე საზეიმო-გასართობი ღონისძიებები.
მათ შორის აღსანიშნავია სარვამარტო ღონისძიება, მოსწავლეებმა ფერადი ქაღალდებისაგან ულამაზესი ხელოვნური ყვავილები შექმნეს, მისალოცი ბარათები დაამზადეს და გაზაფხულის მოსვლა სასიამოვნო გარემოში აღნიშნეს.
მოსწავლეებმა ასევე საყვარელ ქალბატონებს ლექსები და სიმღერები მიუძღვნეს და ხოტბა შეასხეს.
იხილეთ ფოტოები: