წყალთბილის საჯარო სკოლის ფრენბურთელ ვაჟთა გუნდმა სპორტულ ოლიმპიადაში წარმატებით იასპარეზა 
13-03-2024

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა სპორტულ აქტივობასა და კონკურსში დიდი მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, სკოლის ფრენბურთელ ვაჟთა გუნდი „სასკოლო სპორტულ ოლიმპიადა 2024-ში“ მონაწილეობდა, სადაც პირველი ადგილი დაიკავა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, გამარჯვებით შთაგონებულმა მოსწავლეებმა განაცხადეს, რომ სხვა ტურნირებშიც აპირებენ მონაწილეობას.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარჯვებულ გუნდებს მედლები, სიგელები და თასები გადასცა.

სოფელ წყალთბილის საჯარო სკოლის კოლექტივმა მოსწავლეებს მორიგი გამარჯვება მიულოცა და მომავალში კიდევ ბევრი წარმატება უსურვა.

ფრენბურთის ტურნირი „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2024-ის“ ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტულ დარბაზში გაიმართა, სადაც მონაწილეობდნენ ახალციხის, ახალქალაქის და ადიგენის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წარმატებასა და მიღწევებს მუდამ მხარს უჭერენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203