მუხრანას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საყვარელ ქალბატონებს ლამაზი ღონისძიება მიუძღვნეს
13-03-2024

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხრანას საჯარო სკოლაში ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომელიც საყვარელი ქალბატონებისადმი - დედებისა და მასწავლებლებისადმი სითბოსა და პატივისცემის გამოხატვას ემსახურებოდა. 

სკოლაში დედისა და ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.

მოსწავლეები დამსწრე საზოგადოების წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ, მათ შორის მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და საცეკვაო ნომრები შეასრულეს. 

მოსწავლეებმა დედის როლსა და ამაგს ხოტბა შეასხეს და ლამაზი დღესასწაულები ყველაზე საყვარელ ადამიანებს ყვავილებით მიულოცეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203