ავრანლოს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა დედებს დაუვიწყარი ღონისძიება მიუძღვნეს 
13-03-2024

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლაში დედის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.

I, II და III კლასების მოსწავლეებმა კრეატიული და ორიგინალური ნომრები შესთავაზეს აუდიტორიას. მოსწავლეებმა ზეიმზე ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს, დედები სიყვარულით აღსავსე სიტყვებით შეამკეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

მოსწავლეთა შემოქმედობითობამ, ამაღლებულმა განწყობამ დამსწრე საზოგადოება მოიცვა და სკოლაში დადებითი ატმოსფერო შექმნა.

„ავრანლოს საჯარო სკოლის დაწყებით კლასის მოსწავლეები ნამდვილად გამოირჩევიან ნიჭიერებითა და შრომისმოყვარეობით. ჩვენ ამ ბავშვებით ნამდვილად ვამაყობთ“, - გვეუბნებიან სკოლაში.

ეს დღე როგორც მოსწავლეთათვის, ასევე მშობლებისთვის ძალიან ემოციური და დაუვიწყარი აღმოჩნდა.

სკოლაში მოსწავლეთა მშობლებს მადლობას უხდიან და ყველაფერ საუკეთესოს უსურვებენ.

„დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ თითოეულ დედას გაწეული შრომისა და ამაგისთვის, თქვენ ჩვენი ცხოვრების მარგალიტები ხართ“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ კლასების დამრიგებლები - ნარგიზ ხოზრევანიძე, ირმა ივანაძე და მაია ვასაძე. 

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები ბავშვებს მოტივაციასა და განწყობას უმაღლებს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:









 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203