„დარგე ხე! დატოვე კვალი მომავალში!“ - ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ინიციატივით, გარემოსდაცვითი აქცია მოეწყო
13-03-2024

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოზე აქტიურად ზრუნავენ და სხვებსაც ბუნების მოფრთხილებისკენ მოუწოდებენ. 

6 მარტს, ჩხორიის საჯარო სკოლის ეკოსკოლელების ინიციატივით, მოეწყო აქცია სახელწოდებით - „დარგე ხე! დატოვე კვალი მომავალში!“, რომელსაც აქტიურად შეუერთდნენ ეკოკლუბ „ფესვებისა“ და სამოქალაქო განათლების კლუბ „ნიკეს“ წევრები.  აღსანიშნავია ისიც, რომ აქციაში აქტიურად ჩაერთო სსსმ მოსწავლე და მისი მშობელი. აქციას ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები იზოლდა ხვიჩავა, მზია ქარდავა და მაია არახამია.

„...ხე დარგე, როცა მოიწყენ,

როცა მოილხენ ხე დარგე,-

ლელოს გაიტან, ხე დარგე,

კარგ ლექსს რომ დასწერ, ხე დარგე!

თუ ვერ დასწერე, რა უშავს,

ნურც რას იდარდებ, მეტადრე,

ხის დარგვა ხომ შეგიძლია,

შენც ადექი და ხე დარგე!...“,- ამ ლექსით გულანთებულმა მოსწავლეებმა სკოლის ეზოში ხეები დარგეს და გარემოს გამწვანებაში საკუთარი წვლილი შეიტანეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203