ალერტკარის საჯარო სკოლის პირველკლასელთა დედის დღისადმი მიძღვნილი ამაღელვებელი ღონისძიება 
13-03-2024

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში გაიმართა ლამაზი ღონისძიება, რომელიც დედებისადმი სითბოსა და სიყვარულის გამოხატვას ემსახურებოდა. 

ღონისძიება, რომლის პირველკლასელებმა დამრიგებლის - ნანა ესებუას ხელმძღვანელობით გამართეს, დედის დღეს მიეძღვნა. 

მოსწავლეებმა საყვარელ დედიკოებს წაუკითხეს ლექსები, გადასცეს საკუთარი ხელით დამზადებული საჩუქრები, შეასრულეს არაერთი მუსიკალური ნომერი, შთამბეჭდავი იყო ასევე მათი წარმოდგენილი კოსტიუმირებული სანახაობა და საყვარელი ქალბატონებისადმი მიძღვნილი ემოციური ვიდეორგოლი. დედას ნანა მასწავლებელმაც მიუძღვნა ლექსი, რამაც ღონისძიებას მეტად ამაღელვებელი ელფერი შესძინა. 

დღე საკმაოდ ემოციური იყო როგორც მონაწილეებისთვის, ასევე დამსწრე საზოგადოებისთვის.

პედაგოგი ნანა ესებუა ღონისძიების მნიშვნელობასა და აქტუალობას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ ასეთი ტიპის ღონისძიებებზე მოსწავლეები ავლენენ საკუთარ შესაძლებლობებს, უვითარდებათ სამსახიობო ოსტატობა, შემოქმედებით შესაძლებლობები, უმუშავდებათ აუდიტორიის წინაშე გამოსასვლელად აუცილებელი უნარ-ჩვევები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203