კატნატუს საჯარო სკოლაში დედის დღე და 8 მარტი ინგლისურენოვანი ღონისძიებით აღინიშნა
12-03-2024

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ კატნატუს საჯარო სკოლაში, დედის დღესა და ქალთა საერთაშორისო დღეს ინგლისურენოვანი ღონისძიება მიეძღვნა. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ინგლისური ენის მასწავლებლის ტათევიკ შახბაზიანის ხელმძღვანელობით გაიმართა და მასში მოსწავლეები დიდი მონდომებით ჩაერთნენ. 

ღონისძიებაში სკოლის ყველა მოსწავლე მონაწილეობდა. მოსწავლეებმა განსაკუთრებულად მიულოცეს დედებსა და მასწავლებლებს 8 მარტი და დედის დღე, მათ მხატვრულად წაკითხული ლექსები მიუძღვნეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარუდგინეს. 

ღონისძიების დასასრულს კი, დედებს თავიანთი ხელით დამზადებული მისალოცი ბარათები უსახსოვრეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას დაუვიწყარი წუთები და ემოციები აჩუქეს, რისთვისაც მათ სკოლაში მადლობას უხდიან.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიება სრულად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ბავშვებმა გამოავლინეს ინგლისური ენის კარგი ცოდნა და უნარები.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203