რუსთავის N17 საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ვიქტორინა გაიმართა
28-05-2018
რუსთავის N17 საჯარო სკოლაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ვიქტორინა - „იცნობდე შენი ქვეყნის ისტორიას“ გაიმართა. 

ვიქტორინაში მე-7 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებში საკუთარი ქვეყნის ისტორიის ცოდნის გაღრმავებას, თანამშრომლობის და გუნდურობის უნარის განვითარებას.

წელს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამ წელს იარსება და 1921 წლის 25 თებერვალს  წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, არსებობა შეწყვიტა. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს, 1918 წლის დეკლარაციის საფუძველზე აღადგინა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203