თბილისის N175 საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა დედებს დაუვიწყარი დღესასწაული აჩუქეს
12-03-2024
თბილისის N175 საჯარო სკოლის მზრუნველი პედაგოგები, გარდა საგნობრივი დისციპლინებისა, მოსწავლეებს სითბოსა და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან. 

ამ ლამაზი გრძნობების გამოსახატავად კი საუკეთესო დრო დედის დღეა. 

მე-2 კლასის მოსწავლეებმა გაზაფხულის პირველ და ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ დღესასწაულს ღონისძიება მიუძღვნეს სახელწოდებით - „ყველაზე ლამაზი“. 

ბავშვებმა საყვარელ ქალბატონებს ლექსებითა და სიმღერებით შეასხეს ხოტბა, ყვავილები და მათივე ხელით დამზადებული მისალოცი ბარათები მიართვეს და დედებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.

ღონისძიებას კლასის დამრიგებელი გულნაზი ჩარექაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და შესაძლებლობების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს და პატარებს მრავალფეროვანი ღონისძიებებითა თუ აქტივობებით ანებივრებს. 

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203