
„ვიდრე დედა გვყავს, ჩვენ ვართ ძლიერი, ვიდრე დედა გვყავს არ გვეშინია“ - ასე მოეფერნენ ქუთაისის N36 საჯარო სკოლა მე-2 ბ კლასის მოსწავლეები საყვარელ დედებს და მიულოცეს მათ გაზაფხულის შემობრძანებასთან ერთად, დედის დღე.
ამ დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში ბავშვებთან ერთად, ასევე აქტიურად იყვნენ ჩართულნი მშობლები. მათ, როგორც სკოლაში გვიყვებიან, დიდი სიხარული და სიამოვნება მიანიჭეს, როგორც პატარებს, ისე დამსწრე საზოგადოებას.
ლამაზ ფორმებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. მათი შემოქმედობითობით დამსწრე საზოგადოება მოიხიბლა და დადებითი ემოციით აღივსო.
„მადლობას ვუხდი თითოეულ მონაწილეს: ბავშვებს, დედიკოებს, ასევე ქეთევან გუბელაძესა და ნატალია გელაშვილს გაწეული შრომისა და მხარდაჭერისთვის. დედის დღეს გილოცავთ ძვირფასო დედიკოებო. ბედნიერი დედები ყოფილიყავით მუდამ, უფლის წყალობა და მადლი არ მოგკლებოდეთ“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: