
ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი ლამაზი, შემოქმედებითი და საინტერესო ღონისძიებებითაა დატვირთული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.
ამჯერად, სკოლაში, შთამბეჭდავი ღონისძიება „ლამაზად შვილის აღმზრდელი, დედა მიცვნია ღმერთადა“ გაიმართა და 3 მარტს მიეძღვნა.
ღონისძიებაზე ლამაზ ფორმებში გამოწყობილმა მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და შემოქმედებითი შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
ბავშვებმა საყვარელი დედები თბილი, სიყვარულით აღსავსე სიტყვებით დაახასიათეს და ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეს.
მოსწავლეთა შემოქმედობითობამ დამსწრე საზოგადოება დადებითი ემოციებით დამუხტა, სკოლაში საზეიმო ატმოსფერო შეიქმნა.
ეს დღე ემოციური და დაუვიწყარი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
იხილთ ვიდეო ბმულზე