„იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი“ - დვაბზუს საჯარო სკოლის მოსწავლეთა ვირტუალური ექსკურსია იმერეთში
13-03-2024

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

მათ შორის აღსანიშნავია, მე-5 კლასში ჩატარებული კლასის საათი თემაზე - „იმ ღამეს ჭყვიშთან ვერ დიოდა წყნარად რიონი“, რომელსაც 
დამრიგებელი ზაირა გურაშვილი ხელმძღვანელობდა.

აღნიშნულ გაკვეთილზე მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით მოეწყო ვირტუალური ექსკურსია იმერეთში.

როგორც პედაგოგი აღნიშნავს, ეს თემა მან საქართველოს კუთხეების გაცნობის მიზნით შეარჩია. 

მოსწავლეებმა გაინაწილეს მძღოლის, გიდის, ტურისტების, რესტორნის მეპატრონისა და უცხოელი სტუმრების როლები.

„კლასიდან შევარჩიეთ მძღოლი, რომელმაც კარგად იცოდა მოძრაობის წესები, იცნობდა იმერეთში მიმავალ გზას და ჩაიყვანდა ტურისტებს უსაფრთხოდ. გვყავდა გიდი, რომელიც უწევდა მეგზურობას. შემდგომ, მივიდნენ გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში, სადაც გამართეს პოეზიის საღამო“, - გვიყვებიან სკოლაში.

შემდეგ ერთმა მოსწავლემ, რომელსაც იმერეთში, რესტორნის მეპატრონის როლი ჰქონდა მორგებული, დაპატიჟა უცხოელი სტუმრები და გაუმასპინძლდა მათ იმერული კერძებით. მოსწავლე-მძღოლმა კი დღის ბოლოს უსაფრთხოდ დააბრუნა ტურისტები დანიშნულების ადგილზე.

აღსანიშნავია, რომ ყველა მოქმედება საკლასო ოთახში ხდებოდა, რამაც დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა ბავშვებზე. აქტივობა ძალიან საინტერესო და შემეცნებითი იყო. მოსწავლეებმა საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიიღეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობის შემდგომ მათ მაისში ექსკურსიის მოწყობა გადაწყვიტეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203