ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ლამაზი ღონისძიება წყალთბილის საჯარო სკოლაში
12-03-2024
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილის საჯარო სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით საინტერესო ღონისძიებები იმართება.
ამჯერად, სკოლაში, საინტერესო ღონისძიება ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა. ზეიმი სკოლის დარბაზში, ქართულ და მშობლიურ ენაზე ჩატარდა, სადაც მოსწავლეებმა ლექსები წაიკითხეს, იმღერეს და ორგინალური ქორეოგრაფიული, მუსიკალური ნომრები წარადგინეს.