„მოვეფეროთ დედებს“ - ნამაშევის საჯარო სკოლის დირექტორის საინტერესო სოციალური პროექტი და მოსწავლეთა საჩუქარი სოფლის უხუცეს ქალბატონებს
12-03-2024
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლაში, სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით საინტერესო პროექტები და აქტივობები ხორციელდება, რომლებშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლის მასწავლებელმა და დირექტორმა - მინდია გველებიანმა დედის დღესთან დაკავშირებით პროექტი სახელწოდებით „მოვეფეროთ დედებს“ განახორციელა.

პროექტში ჩართულნი იყვნენ ნამაშევის სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტის ფარგლებში მრავალფეროვანი აქტივობები განხორციელდა - მისალოცი ბარათების დამზადება, თაიგულების აწყობა, საჩუქრების შეძენა.

„პროექტის მონაწილეებმა დედის დღეს - 3 მარტს ჩამოიარეს კარდაკარ და საჩუქრებით მიულოცეს ეს ლამაზი დღე სოფლის უხუცეს ქალბატონებს“, - გვიყვებიან სკოლაში. 

პროექტი ემოციურად დატვირთული იყო.

„ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია, როცა მათ ცრემლიან და გაბრწყინებულ სახეებს უყურებ და მთელი ცხოვრება გაგყვება სასიამოვნო მოგონებად“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეთა განწყობის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203