„ჩემი საქართველო“-ლანჩხუთის N2 სკოლაში ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს
28-05-2018
ლანჩხუთის N2 სკოლაში ეროვნული სამოსის დღე აღნიშნეს. 

სკოლის დირექციის წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან ერთად საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი სამოსი გააცოცხლეს:

„ეროვნული სამოსის დღეს - სწორედ ამ ლამაზ თარიღს მიეძღვნა ჩვენს სკოლაში ჩატარებული ღონისძიება - „ჩემი საქართველო“. 

სამოსი ხალხების ეროვნული კულტურის ერთ-ერთი ძირითადი ნაწილია, რომელიც ეროვნული ხასიათის, ცხოვრების წესისა და ბიო-გეოგრაფიული გარემო-პირობების საფუძველზე იქმნება. ჩვენს ღონისძიებას არ ჰქონდა მხოლოდ ერთი ასპექტი–სამოსი; ჩვენ გავუწიეთ პოპულარიზაცია ყველა კუთხის წეს-ჩვეულებებს, მათ ტრადიციებს, სამზარეულოს, ფოლკლორულ თუ ქორეოგრაფიულ ღირებულებებს, რადგანაც  ახალგაზრდებში უმთავრესია კულტურული ღირებულებებისა და ისტორიის ცოდნაში განათლების დონემ აიწიოს.“-განაცხადა სკოლის წარმომადგენელმა. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203