სოციალური პროექტი და თანამოაზრე სკოლის გამოწვევა - ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა საინტერესო ინიციატივას შეუერთდა
12-03-2024

ამბროლაურის N1 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეებში სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაღვივებას, ჰუმანურობისა და თანაგრძნობის დანერგვას. 

სწორედ ამ მიზნით, სკოლა საინტერესო ინიციატივას - „სიკეთის დღეები რაჭაში“, შეუერთდა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლამ გამოწვევა პროექტის ორგანიზატორებისა და ამბროლაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, კახაბერ რეხვიაშვილსგან მიიღო. 

ინიციატივის ფარგლებში, სასკოლო საზოგადოება სოფელ გორში მცხოვრებ ავთანდილ დათეშიძის ოჯახს ესტუმრა და სკოლის სახელით ფულადი თანხა, საოჯახო ნივთები და სურსათი გადასცა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლის მოსწავლეები გაერთიანდნენ ლოზუნგის - „სიკეთე გადამდებია“ გარშემო და გამოიწვიეს ლიხეთის საჯარო სკოლა. 

„ვისურვებდი, რომ ეს გამოწვევა უსასრულოდ გაგრძელდეს, მიაღწიოს ყველა ოჯახთან, და ის არ იყოს კავშირში მხოლოდ დღესწაულებთან. სიკეთის გაცემაც და მიღებაც ბედნიერებაა! მადლობა ამ პროექტის ორგანიზატორებს და ამბროლაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ბატონ კახაბერ რეხვიაშვილს“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203