ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის 16 მოსწავლე მათემატიკის ოლიმპიადის ფინალში გავიდა
12-03-2024

ამბროლაურის N1 საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება ეთმობა მოსწავლეების წახალისებას, ჩაერთონ სხვადასხვა საგანმანათლებლო კონკურსებში და წარმოაჩინონ ცოდნა.

ამჯერად, მოსწავლეები „ევერესტის“, მათემატიკის სამტურიან ოლიმპიადში ჩაერთნენ. 

სკოლა ამაყია გაგვიზიაროს მოსწავლეთა წარმატება და სიხარულით გვამცნოს, რომ სასწავლო ოლიმპიადის ფინალში 16 მოსწავლე გადავიდა. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა შედეგების გათვალისწინებით, დიმიტრი კილასონია მასწავლებელთა საუკეთესო ათეულში მოხვდა.

სკოლა ულოცავს თითოეულ მათგანს და უსურვებს შემდგომ წარმატებას. 

იხილეთ ფოტო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203