
ნიკო ნიკოლაძის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლაში, დედის დღეს შთამბეჭდავი ღონისძება მიეძღვნა.
„სანამ თვალით ამ სამყაროს ხედავს, ჩაეხუტეთ, მოეფერეთ დედას!“,-ასე დაიწყო ზეიმი, რომელმაც სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა.
მოსწავლეებმა, დამსწრეთ არაერთი საინტერესო ნომერი წარუდგინეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, დედისადმი მიძღვნილი ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და დღე დაუვიწყარ დღესასწაულად აქციეს.
მოსწავლეებმა, პედაგოგებისა და მოსწავლეების შექება და ოვაცია დაიმსახურეს.
„ჩემი გამორჩეული ეშმაკუნები, ყველაზე მოხერხებული და გონიერი მეხუთე-მეშვიდე კლასელი გოგო-ბიჭები! ვამაყობ, ბავშვებო, თქვენით!“, - ასე შეაფასეს პატარები სკოლაში.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: