ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული „საქართველოს სტუდენტური პარლამენტის“ მეთერთმეტე მოწვევის თავმჯდომარეა
12-03-2024

ამბროლაურის N1 საჯარო სკოლას არაერთი წარმატებული და ნიჭიერი კურსდამთავრებული ჰყავს, მათ შორისაა სანდრო თომაძე, რომელმაც კიდევ ერთხელ ასახელა მშობლიური სკოლა. 

სკოლა სიამაყით გვამცნობს, რომ სანდრო „საქართველოს სტუდენტური პარლამენტის“ მეთერთმეტე მოწვევის თავმჯდომარეა. 

აღსანიშნავია, რომ სანდრო დაჯილდოვდა დიპლომით, რადგან სემესტრის განმავლობაში აქტიურად ერთვებოდა საკანონმდებლო პროცესებში, კურირებას უწევდა შეხვედრების წარმართვას და ხელს უწყობდა ახალგაზრდებას არაფორმალური განათლების მიღებაში. 

„ვულოცავთ ამ დიდ წარმატებას. გვწამს, რომ კიდევ ბევრჯერ ასახელებს სკოლას და ქვეყანას“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203