„ვიდრე დედა გვყავს ჩვენ ვართ ძლიერი, ვიდრე დედა გვყავს არ გვეშინია!“ - ემოციური ღონისძიება მარაბდის საჯარო სკოლაში
12-03-2024
9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში დედის დღესა და 8 მარტს ემოციური ღონისძიება მიეძღვნა.
ღონისძიებაში, სახელწოდებით - „ვიდრე დედა გვყავს ჩვენ ვართ ძლიერი, ვიდრე დედა გვყავს არ გვეშინია!“, მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი.
მოსწავლეებმა შთამბეჭდავი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს, ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და დედებსა და პედაგოგ ქალბატონებს ეს დღე სიყვარულით მიულოცეს.
სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის, დღე ემოციებით დატვირთული, სახალისო და შთაბეჭდილებებით სავსე აღმოჩნდა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს