A gift for mother - დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სანავარდოს საჯარო სკოლაში
12-03-2024
ტიციან ტაბიძის სახელობის ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ სანავარდოს საჯარო სკოლაში, დედის დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაში, მე-5 კლასის მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ და ეს დღე საზეიმოდ აღნიშნეს.
მოსწავლეებმა გააკეთეს სადღესასწაულო დეკორაციები, შექმნეს ნახატები, მხატვრულად წაიკითხეს დედებისადმი მიძღვნილი ლექსები და სასკოლო საზოგადოებას წარუდგინეს საინტერესო ინსცენირება - A gift for mother.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეთა დაბეჭდილი წერილები დედებისთვის ძალიან საინტერესო და სახალისო მოსასმენი იყო.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას მასწავლებელი მარინა ღვინიაშვილი ხელმძღვანელობდა.