ნაესაკოვოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს 3 მარტი ემოციურად მიულოცეს
12-03-2024

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში, პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით, მნიშვნელოვანი დღესასწაულები საინტერესო აქტივობებით აღინიშნება.

ამჯერად, სკოლაში, მე-12 კლასელებმა დედის დღე აღნიშნეს. ბავშვებმა საყვარელი დედები თბილი, სიყვარულით აღსავსე სიტყვებით დაახასიათეს და 3 მარტი დიდი სიყვარულით მიულოცეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა მოსწავლეთა ონლაინ ჩართვა ემიგრანტ დედებთან, სადაც იყო მონატრება და სიხარულის ცრემლები.

ღონისძიება ემოციურად დატვირთული გამოვიდა.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეებს დედების მიმართ პატივისცემის გამოხატვას ასწავლის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203