„რა განძი გვქონია“ - თბილისის N6 საჯარო სკოლაში, სასწავლო პროექტის ფარგლებში, საინტერესო კონფერენცია გაიმართა
12-03-2024

თბილისის N6 საჯარო სკოლაში პედაგოგთა ხელმძღვანელობითა და მოსწავლეთა ჩართულობით საინტერესო პროექტები იმართება.

ამჯერად, სკოლაში, პროექტის - „რა განძი გვქონია“, ფარგლებში დაგეგმილი სასკოლო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც  მე- 6, მე-7 და მე-7  კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

აღნიშნული კლასების ბუნებისმეტყველების პედაგოგები: თეა ძაგნიძე, ნინო ანთაძე არიან.

მოსწავლეებმა კონფერენციაზე საქართველოს ენდემური, რელიქტური და წითელ წიგნში შეტანილ მცენარეების შესახებ საინტერესო პრეზენტაციები წარადგინეს.

„მათ ასევე ისაუბრეს ქართული ვაზის და ღვინის წარმოების ტრადიციულ ტექნოლოგიებზე, ქართული სუფრის და მისი წინამძღოლის თამადის როლზე, როგორც კულტურული მემკვიდრეობა ჩვენი ქვეყნისა“, - გვიყვებიან სკოლაში.

მე-6 კლასელებმა კი საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ისაუბრეს ქართული ფუტკრის შესახებ და მის უპირატესობებზე.

ეს დღე მოსწავლეთათვის ძალიან საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203