
თბილისის N191 საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში საინტერესო პროექტები და აქტივობები ხორციელდება.
ამ ეტაპზე, მე-10გ კლასის (მასწავლებელი რუსუდან ხავთასი) ორგანიზებით ხორციელდება პროექტი მიუსაფარი ცხოველების შესახებ.
„მოგეხსენებათ ჩვენ ქვეყანაში ძალიან დიდი რაოდენობით გვხვდებიან ქუჩაში ცხოველები, მათ მიმართ კი შესაბამისი დახმარების შესაძლებლობა თითქმის არ არსებობს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, თუ რატომ გახდა მნიშვნელოვანი ამ საკითხის წამოჭრა.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, მოსწავლეებს შეხვდა აქტივისტი თამთა ჭიღლაძე, რომელმაც ბავშვებს თავისი გამოცდილება გაუზიარა და რჩევები მიაწოდა სხვადასხვა მიმართულებით.
ამ დღეს ბავშვებმა საჭირო ინფორმაცია მიიღეს და ცოდნა აიმაღლეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეებს ცხოველების სიყვარულსა და მოფრთხილებას ასწავლიან.
იხილეთ ფოტოები: