ილემის საჯარო სკოლის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს კუთვნილი ოქროს მედლები გადაეცათ
12-03-2024

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის 2021-2022 სასწავლო წლების წარჩინებული კურსდამთავრებულები ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ.

კუთვნილი ოქროს მედლები მოსწავლეებს - ანა სხილაძესა და მარიამი სხილაძეს სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის გადაეცათ.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და მათ კვლავ წინსვლას უსურვებენ.

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203