თბილისის N200 საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებითი აქტივობა და ძვირფასი საჩუქარი დედებს
12-03-2024
თბილისის N200 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. მოსიყვარულე პედაგოგები მოსწავლეებს სითბოსა და ემოციების გამოხატვას და სიყვარულის გაზიარებას ასწავლიან. სწორედ ამ ლამაზი გრძნობების გაზიარებას ემსახურებოდა დედის დღისდამი მიძღვნილი შემოქმედებითი აქტივობა.
აქტივობაში, დიდი ინტერესითა და ხალისით, მეორე სააღმზრდელო ჯგუფის მოსწავლეები ჩაერთნენ, აქტიურად მონაწილეობდნენ სამუშაო პროცესში და ხალისით ამზადებდნენ სხვადასხვა ნამუშევარს.
მოსწავლეებმა, დედებისთვის მრავალფეროვანი ნახატები შექმნეს, მისალოცი ბარათები დაამზადეს და მათ ეს დღე დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით მიულოცეს.
დღე ემოციებით სავსე, ხალისიანი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის.