
თბილისის N208 საჯარო სკოლის ნიჭიერ და წარმატებულ მოსწავლეთა შორისაა ლუკა ინანეიშვილი, რომელმაც თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა.
ლუკა მე-83 კლასის მოსწავლეა, რომელიც 3 მარტს გამართულ ჩემპიონატზე ღირსეულად წარდგა, შესაძლებლობები საუკეთესოდ წარმოაჩინა და სამი ბრძოლიდან სამივე მოიგო.
ღირსეული ბრძოლისა და მონდომებისთვის, ლუკას დამსახურებულად ერგო I საპრიზო ადგილი.
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატი 2009-2010 წლებში დაბადებულ ჭაბუკ მოჭიდავეებს შორის გაიმართა, სადაც მონაწილეობდა 200-მდე მონაწილე და 12 გუნდი.
ლუკას წარმატებით სკოლაში ამაყობენ და მას წინსვლას უსურვებენ.
„ლუკა, გილოცავთ გამარჯვებას, ჩვენ ვამაყობთ შენით და გისურვებთ კიდევ ბევრ წარმატებას“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტო: