თბილისის N12 საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა მწერალს უმასპინძლეს 
12-03-2024

თბილისის N12 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავენ და კითხვის კულტურას ასწავლიან. 

5 მარტს, დაწყებითი კლასის მასწავლებლის ინიციატივით, სკოლაში მწერალი გიორგი კეკელიძე მიიწვიეს. 

II კლასის მოსწავლეებმა შექმნეს მკითხველთა კლუბი, წაიკითხეს - „თომას ზღაპრები“, წარმოადგინეს ჯადოსნური ქალაქის პროექტი - „მზისხივეთი“.

შედგა პატარების ინტერვიუ მწერალთან, მან მეგობრული ავტოგრაფები დაუტოვა მე-2 კლასელებს.

ბოლოს კი შეხვედრის ინიციატორმა, თამუნა მასწავლებელმა, მწერალსა და მოწვეულ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

„ეს დღე დაუვიწყარი იქნება ჩვენი პატარებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში და წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით კიდევ არაერთ საინტერესო ღონისძიებას გეგმავენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203