მარაბდის საჯარო სკოლაში, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეებს უმასპინძლეს
12-03-2024

9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლას საქართველოს განათლებისა და თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი პროექტის - „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში ქართველი ჯარისკაცები ესტუმრნენ. 

სამხედრო მოსამსახურეებმა პრეზენტაციის სახით უფროსკლასელებს გააცნეს ინფორმაცია, საქართველოს შეიარაღებული ძალების შესახებ. ასევე, ისაუბრეს ჯარში გაწვევის ვალდებულებებზე, ეროვნულ გმირებზე, მათ თავგანწირვასა და თავდადებაზე, ქართულ სამხედრო-სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ წარმოებაზე, სადაც სამედიცინო ჯავშანმანქანები შეიქმნა.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ და აქტიურად წარიმართა.

მოსწავლეებმა სტუმრებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

„მოსწავლეებს აუმაღლდათ ცნობიერება პატრიოტიზმზე, გმირობაზე, სამშობლოს სიყვარულსა და თავდადებაზე“,- გვიყვებიან სკოლაში. 

ასევე, ჯარისკაცებმა პედაგოგსა და დამსწრე მოსწავლეებს გადასცეს საჩუქრები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203