„დედის დღე და 8 მარტი ერთად მოგვილოცნია“ - ჭანჭათის საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლამაზი ღონისძიება
12-03-2024

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა დღესასწაულთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები ეწყობა.

ამჯერად, სკოლის V და IX კლასების მოსწავლეებმა, პედაგოგ ეთერ ცინცაბაძის ხელმძღვანელობით, გაზაფხულის დღესასწაულები - 3 და 8 მარტი დედებსა და მასწავლებლებს ღონისძიებით - „დედის დღე და 8 მარტი ერთად მოგვილოცნია“, მიულოცეს.

ღონისძიებაზე ბავშვებმა იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს. მათ საყვარელი დედები თბილი, სიყვარულით აღსავსე სიტყვებით დაახასიათეს და გაწეული ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.

აქტივობებში ბავშვები დიდი ენთუზიაზმითა და ინტერესით იყვნენ ჩართულნი.

ეს დღე როგორც მოსწავლეთა, ასევე დამსწრე საზოგადოებისთვის ემოციური და დაუვიწყარი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203