თბილისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეები ხის საამქროს სტუმრობდნენ
12-03-2024

თბილისის N12 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი არა მხოლოდ შემეცნებითი აქტივობით შემოიფარგლება, ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა შემოქმედებითი გარემოს შექმნასა და არაფორმალური განათლების წახალისებას.

ახლახან, II კლასის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი ღონისძიება მოეწყო. მე-2 კლასელები ხის საამქრო „კოდალას“, სტუმრობდნენ. 

საამქროში მოსწავლეებმა ხის დამუშავება ისწავლეს, დედის დღესთან დაკავშირებით, თავადაც საკუთარი ხელით დაამზადეს, ააწყვეს, შეღებეს ხის ნაკეთობები და დედებს დიდი სიყვარულით მიართვეს.

მოსწავლეებისთვის დღე ემოციებით დატვირთული, ძალიან დასამახსოვრებელი და ხალისიანი აღმოჩნდა. ბავშვებს მოეწონათ აქტივობა, რაც გამოიხატა მათ ჩართულობაშიც.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, აღნიშნული აქტივობა ხელს უწყობს არაფორმალურ გარემოში მოსწავლეთა შემოქმედები უნარების განვითარებას.

აღსანიშნავია, რომ გასვლით აქტივობას პედაგოგი თამარ ბანცაძე ხელმძღვანელობდა. 

იხილეთ ვიდეო: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203