
9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კედლის გაზეთი - „ქალი ძლიერია“, დაამზადეს.
გაზეთზე, დიდი ინტერესითა და მონდომებით, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, იმუშავეს.
ასევე, მოსწავლეებმა, პრეზენტაცია გამართეს გენდერული თანასწორობის შესახებ, ნახეს თემატური ვიდეორგოლები და ნანახის შესახებ იმსჯელეს.
მოსწავლეებისთვის სამუშაო პროცესი ძალიან საინტერესო, ინფორმაციული და შემოქმედებითი აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები: