
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაესაკოვოს საჯარო სკოლაში დედის დღე განსაკუთრებულად აღინიშნა.
მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღესასწაული დედებს ღონისძიებით მიულოცეს.
ღონისძიება, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, სხვადასხვა აქტივობით იყო დატვირთული. ბავშვებმა იმღერეს, ლექსები წაიკითხეს, იცეკვეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს. მათ ასევე მოამზადეს მისალოცი ბარათები „ჩემი თვალით დანახული დედა“ და მშობლებს გადასცეს.
აქტივობებში ისინი ხალისითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.
„ამ დღეს ასევე იყო მშობლებთან სიყვარულის გამომხატველი ზარები. ეს დღე ემოციურად დატვირთული, დაუვიწყარი და სამახსოვრო აღმოჩნდა სხვა მრავალ ლამაზ დღეთა შორის“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები: