მარაბდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, სამეწარმეო პროექტის ფარგლებში, მათივე შექმნილი სამკაულების გამოფენა მოაწყვეს 
12-03-2024

9 ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.  

ამჟამად, სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ხაზით ჩართულნი არიან სამეწარმეო პროექტში. პროექტის თემაა: სახელოვნებო პროფესიები და მას პედაგოგი ნათია როსტომაშვილი ხელმძღვანელობს. 

მოსწავლეებმა განსაზღვრეს თავიანთი ინტერესების სფერო, მიზნები და სავარაუდო შედეგებიც. შეისწავლეს 21-ე საუკუნის გამოწვევებიც - ხელოვნების თუ  რომელი დარგის ნიმუშებზე იყო მეტი მოთხოვნა საზოგადოების მხრიდან; მოიძიეს ინფორმაცია, დასაქმებისა და რეალიზაციის გზების შესახებ და შეარჩიეს მათთვის მეტად საინტერესო - ბუნებრივი ქვებით და ბისერებით სამკაულების აწყობა.

პროცესი მეტად საინტერესოდ და სახალისოდ მიმდინარეობდა. მოსწავლეებმა შექმნილი სამკაულები შეარჩიეს და მოაწყვეს სასკოლო გამოფენა.

სკოლაში მათ სამომავლო საქმიანობაშიც ასეთივე წარმატებას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203