ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა მჟავიამ საქართველოს ჩემპიონატზე, მკლავჭიდში წარმატებით იასპარეზა
ოზურგეთის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ.
ნიკა მჟავიამ საქართველოს ჩემპიონატზე, მკლავჭიდში მესამე ადგილი მოიპოვა.
სკოლაში მოსწავლის მიღწევით ამაყობენ და მას მომავალშიც წინსვლას უსურვებენ.
„ორმაგად ბედნიერები ვართ, რადგან ოსტატიც და შეგირდიც ჩვენი სკოლის-სიხარულის სახლიდანაა“, - აღნიშნავენ სკოლაში.
სასკოლო საზოგადოება მოსწავლეთა წარმატებას მუდამ ახალისებს და მხარს უჭერს.
იხილეთ ფოტოები: