
ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებითა და ინიციატივებით გაჯერებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ, რაც მათ დაინტერესებასა და აქტიურობას იწვევს.
ამჯერად, მე-5ა კლასში, პედაგოგმა მანანა სირაძემ ჩაატარა ღია გაკვეთილი, თემაზე - „დედის დღე და მათემატიკა“, რომელშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, გაკვეთილი ძალიან ემოციურად და მხიარულად წარიმართა, ბავშვებმა საინტერესო ამოცანების ამოხსნის შედეგად კი, გაშიფრეს წინადადებ: „დედა - ცოცხალი საოცრებაა!“.
მოსწავლეებისთვის აქტივობებზე მუშაობა ძალიან საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა, მათთვის გაკვეთილი დაუვიწყარი და ემოციებით აღსავსე აღმოჩნდა.
იხილეთ ვიდეო: