„მეგრული სამზარეულოს კერძები“ - შავღელეს საჯარო სკოლის მე-5 კლასელთა სახალისო კომპლექსური დავალება 
12-03-2024

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეს საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნებისა და მასში ჩართულობოს გაზრდის მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, მე-5 კლასის მოსწავლეებმა, ისტორიის პედაგოგ ქეთო ტარიელაძის ხელმძღვანელობით, კომპლექსური დავალება თემაზე - „მეგრული სამზარეულოს კერძები“ დიდი ენთუზიაზმით შეასრულეს.

მოსწავლეებმა სამზარეულოს წინსაფრები, ქუდები მოირგეს და მზარეულის ამპლუაში გამოსცადეს თავი. ბავშვებმა მეგრული სამზარეულოს შესახებ ისაუბრეს და პედაგოგის დახმარებით მოამზადეს გემრიელი კერძები.

აქტივობაში ისინი დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით მონაწილეობდნენ.

ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო მოსწავლეთათვის.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას, მოტოვაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203