
ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედის საჯარო სკოლაში, ქალთა საერთაშორისო დღეს მრავალფეროვანი ნომრებით გაჯერებული ღონისძიება მიეძღვნა.
ღონისძიებაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას დაუვიწყარი ღონისძიება აჩუქეს, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები წარუდგინეს და ლექსები მხატვრულად წაუკითხეს, რამაც დღე მეტად ემოციური გახადა.
მოსწავლეებმა, ღონისძიების დასასრულს, დედებსა და ქალბატონ პედაგოგებს მისალოცი სიტყვით მიმართეს და მათ ყოველივე საუკეთესო უსურვეს.
დღე დაუვიწყარი აღმოჩნდა, როგორც მოსწვალეებისთვის, ასევე სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: