თბილისის N142 საჯარო სკოლაში „ამერიკული კულტურის ზამთრის სკოლა“ საზეიმოდ დაიხურა
12-03-2024

თბილისის N142 საჯარო სკოლაში „ამერიკული კულტურის ზამთრის სკოლის“, საზეიმო დახურვა გაიმართა, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ.

ცერემონიალი 4 მარტს გაიმართა.  აღსანიშნავია, რომ „ამერიკული კულტურის ზამთრის სკოლა“, „დებატების კლუბის“, ინიციატივით გაიხსნა და მას მხარი დაუჭირა წიგნების მაღაზიამ -  „ბიბლუსი“ და „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტში მონაწილე მოსწავლეები და მასწავლებლები სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. 

აღსანიშნავია, რომ პროექტში ჩართული ახალგაზრდები გაეცნენ ჯეკ ლონდონის ცხოვრებას, მის შემოქმედებას, იდებატეს არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე. გაეცნენ ამერიკის ისტორიას, შექმნეს ილუსტრაციები, „სქრეჩი“ და ელექტრონული წიგნი.

სკოლაში აღნიშნავენ, რომ ახალგაზრდებმა, აკადემიურ ცოდნასა და კულტურულ გამოცდილებასთან ერთად შეივსეს ინგლისური ენის ლექსიკური მარაგი.

ზამთრის სკოლაში მეცადინეობებს უძღვებოდბენ, პედაგოგები: ეკატერინე ტაბატაძე, ნანა მაჩიტიძე, მაია აფციაური, თინათინ სტურუა და ინგა ფირანიშვილი.

აღსანიშნავია, რომ პროექტის მხარდამჭერმა - „ბიბლუსმა“ მოსწავლეებს გაუგზავნა ყველა საჭირო რესურსი და წიგნები ამერიკული კლასიკური ლიტერატურიდან, მათ შორის: „თეთრი ეშვი“ და „სამთა გული“. „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ“ კი, პროექტის დახურვაზე მოსწავლეებს საჩუქრად წიგნები გადასცა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203