თბილისის N190 სკოლის მოსწავლე ნინი აფციაურმა ძიუდოში, აფხაზეთის ღია პირველობაზე წარმატებით იასპარეზა
12-03-2024

თბილისის N190 საჯარო სკოლაში მოსწავლის სპორტულ წარმატებას აღნიშნავენ. 

8 მარტს ძიუდოში გამართულ აფხაზეთის ღია პირველობაზე, 2012-2013 წლებში დაბადებულ გოგონათა შორის, თბილისის N190 საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლე ნინი აფციაურმა წარმატებით იასპარეზა. 

მოსწავლემ სამი შეხვედრა მოიგო სუფთად, დამარცხდა ფინალში, დაიკავა მე-2 ადგილი და მოიპოვა ვერცხლის მედალი, რაც უდაოდ დიდი წარმატებაა ნინისთვის.

სკოლაში მოსწავლის წარმატება განსაკუთრებულად ახარებთ და წინსვლას უსუსრვებენ. 

„ვულოცავთ ნინის ამ გამარჯვებას და ვუსურვებთ კიდევ უამრავ წარმატებას!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

მოსწავლის კლასის დამრიგებელი შორენა აბრამიშვილი გახლავთ, მწვრთნელი კი - ნიკოლოზ ქოთუაშვილია, რომელიც მოსწავლის ფიზიკურ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203