
თბილისის N177 საჯარო სკოლაში მოსწავლეების მხატვრული შესაძლებლობების წარმოჩენასა და მათში ხელოვნებისადმი ინტერესის გაღვივებას დიდი ყურადღება ეთმობა.
ამჯერად, მე-9ბ კლასის მოსწავლეებმა - მარიამ ფუტკარაძემ, ელენე სავინამ და სამა მალაქმა, სასკოლო საზოგადოებას, მხატვრული ნამუშევრები წარუდგინეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები მუშაობენ როგორც ფერწერულ, ასევე გრაფიკულ დარგში.
როგორც სკოლაში აფასებენ, მოსწავლეთა შემოქმედება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული, თვითმყოფადი და საინტერესო იყო.
სამა პორტრეტისტია, მარიამი ძირითადად პეიზაჟის ჟანრში მუშაობს, ელენეს ნამუშევრებში კი, ნატურმორტები ჭარბობს - სიუჟეტურმა მრავალფეროვნებამ და მოსწავლეთა ინდივიდუალიზმმა გამოფენა ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი გახადა.
„სამივე მათგანის პოტენციალი უსაზღვროა, ისინი ხომ ჯერ ძიების საწყის ეტაპზე არიან“, - ამ სიტყვებით, კიდევ ერთხელ აღნიშნეს სკოლაში მოსწავლეთა ნიჭი და შემოქმედებითი უნარები.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა დამრიგებელი და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგი ფიქრია გოგალაძე გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: