გუდაურის საჯარო სკოლაში დედის დღეს შთამბეჭდავი ღონისძიება მიეძღვნა
12-03-2024

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლაში დედის დღე შთამბეჭდავი ღონისძიებით აღინიშნა, რომელშიც მოსწავლეები დიდი მონდომებით იყვნენ ჩართულნი. 

დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა, საკლასო ოთახები საკუთარი ხელით მორთეს, გალამაზებულ სივრცეში კი არაერთი საინტერესო ნომერი შეასრულეს. 

მოსწავლეებმა, ლექსებით და თბილი სიტყვებით მიმართეს დედებს, თავიანთი ხელით დამზადებული ყვავილებით და მისალოცი ბარათებით ეს დღე მიულოცეს და ყოველივე საუკეთესო უსურვეს. 

მეექვსე კლასის მოსწავლეებმა კი, დედები სკოლაში მიიწვიეს. მხატვრულად წაკითხული ლექსები მიუძღვნეს და ემოციური მისალოცი ბარათები გადასცეს.

მოსწავლეებმა ეს დღე აღმზრდელ- მასწავლებლებსაც დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მიულოცეს, ბოლოს კი, მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისთვის. 

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: 





 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203