თხინვალის საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღეს სასწავლო პროექტი მიეძღვნა 
12-03-2024

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლაში ქალთა საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა.  

სკოლის ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგმა - ქეთევან ჟღენტმა, სარვამარტო კვირეულის ფარგლებში, განახორციელა სასწავლო პროექტი -  „მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში განსაკუთრებული ღვაწლის მქონე ქალბატონების შესახებ“.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პრეზენტაცია, გაიხსენეს საერთაშორისო დღესასწაულის დაფუძნების ისტორია, იმსჯელეს და აღნიშნეს, რომ  21-ე საუკუნის მსოფლიოში ქალთა უფლებების დაცვა კვლავ მწვავე პრობლემად რჩება.

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203