
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი აქტივობა იმართება.
დედის დღისა და 8 მარტის აღსანიშნად დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა შექმნეს მისალოცი ბარათები და დახატეს ნახატები, ასევე სასაჩუქრედ მოხატეს მინის ჭურჭელი.
მოსწავლეებმა აქტივობაში დიდი სიყვარული და სითბო ჩააქსოვეს და დედებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
აქტივობა მოსწავლეებს მასწავლებელმა - ნანი თოთლაძემ შესთავაზა, რომელიც მოსწავლეებს საინტერესო ინიციატივებით ყოველთვის ანებივრებს.
იხილეთ ფოტოები: