ცერონისის საჯარო სკოლაში, შაშში სასკოლო ოლიმპიადა მოეწყო
12-03-2024

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე პროფესიონალი პედაგოგები ზრუნავენ, რომლებიც მოზარდებს საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით ანებივრებენ. 

დაწყებითი კლასების და სპორტისა და ფიზიკური აღზრდის პედაგოგის ანა სეხნიაშვილის ინიციატივით, მოსწავლეებისთვის შაშში სასკოლო ოლიმპიადა მოეწყო, რომელიც მათი ინტელექტუალური უნარების წარმოჩენა-განვითარებას ემსახურებოდა. 

ღონისძიებაში დაწყებითი კლასების მოსწავლეები (I-VI) მონაწილეობდნენ. თამაში საინტერესოდ წარიმართა. შაში ყურადღების კონცენტრაციას, ფიქრსა და სხარტ აზროვნებას მოითხოვს, რასაც მოსწავლეებმა წარმატებით გაართვეს თავი. 

გამოვლინდნენ გამარჯვებულები - I ადგილი მესამეკლასელმა საბა არსენაძემ დაიკავა, II ადგილზე - ნინო აბუთიძე (მესამე კლასი) გავიდა, III ადგილი კი მეორეკლასელი ანა კოკოლაშვილს ერგო. 

გამარჯვებული მოსწავლეები შესაბამისი სიგელებით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203