
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ცერონისის საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებენ როგორც ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში და წარმატებასაც აღწევენ.
ცერონისის საჯარო სკოლა ორბელიანის აკადემიისა და არაფორმალური განათლების ცენტრის ერთობლივ კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. კონკურსზე სკოლა მოსწავლე ნეკო გელაშვილმა ასახელა, რომლის ხელმძღვანელი ასმათ მინდიაშვილი გახლავთ.
„არაფორმალური განათლების ცენტრი პედაგოგებისთვის“ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც არაფორმალური განათლების როლს შეეხებოდა, მონაწილეობდნენ ცერონისის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ხვიჩა თხლაშიძე, ნინო მამაცაშვილი და ციცი კოკოლაშვილი, რომელთა ხელმძღვანელი პედაგოგი ასმათ მინდიაშვილი გახლავთ.
იხილეთ ფოტოები: